“დედობა სულ სხვა განზომილებაა” – სალომე ჭაჭუას პირველი კომენტარი

ქართველი ცნობილი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვა. ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას სალომემ თავად აცნობა და ინსტაგრამის გვერდზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა.

„ჩემი სანდრო. მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“, – დაწერა სალომემ სოციალურ ქსელში.

“პრაიმ ტაიმი” სალომე ჭაჭუას დაუკავშირდა.  სალომემ გვითხრა, რომ პატარა სანდრო 28 მარტს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა.

– როგორი გრძნობაა დედობა?

– დედობა სულ სხვა განზომილებაა.