”ზეციერო მამაო, შეგვედრებით, რათა შენი ღვთიური მფარველობის კალთა გადააფარო პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს“

ია ფარულავა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ წერს.

”ზეციერო მამაო,
შეგვედრებით, რათა შენი ღვთიური მფარველობის კალთა გადააფარო პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს. დაიფარე იგი ყოველივე ხილული თუ უხილავი ბოროტებისგან, უბოძე მას სულიერი სიმტკიცე და შენი უზენაესი სიბრძნით წარმართე ყოველი მისი ნაბიჯი. იყოს იგი მარადის შენი მზრუნველი მზერისა და კურთხევის ქვეშ.
ამინ.”