“ვერ გპასუხობთ, კარგად ვართ…“

„მეგობრებო, კარგათ ვართ ყველანი, ვერ გპასუხობთ. მიყვარხართ“, – წერს ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე პოსტის კომენტარში განმარტავს, რომ ბათუმში, მის საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მცხოვრებლები დროულად გაიყვანეს.

„მეგობრებო, გვერდით სადარბაზოში გაჩნდა ხანძარი და გადმოვიდა ჩემთანაც, მშობლები მარტო იყვნენ და დროულად გამოიყვანეს, კარგად ვართ ყველანი“, – წერს ირაკლი ყურაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.