ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ. ახალგაზრდა წყვილმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა.
25 წლის კალათბურთელს, რატი ანდრონიკაშვილს ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებენ. 1.93 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს. რატი ამერიკის კოლეჯთა ლიგის კრეიტონ ბლუჯეისში ირიცხებოდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ელენე შელია კი პროფესიით არქიტექტორია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ცნობილი ოჯახისა და ფოტომოდელის კარიერით გაიცანო.