პროდუსერი ნოე სულაბერიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
”არ ვიცი ამ ბოლო დროს რატომ ვარ ასე, თუმცა ყველაფერი, რაც ჩემს ბავშვობას ეხება მასევდიანებს, შემთხვევით ჩართული ფილმი ტელევიზორში, ტიკტოკში ნანახი ვიდეო წარსულიდან, აღმოჩენილი რაიმე ფოტოსურათი არქივიდან და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანებიც კი… ის ადამიანები, ვინც ჩემი ბავშვობიდან მოდის…
ჩემთვის, ჩემი მშობლების მიერ შექმნილი უზრუნველი ბავშვობის მერე, იყო ურთულესი წლები: სახლის დაკარგვა და ქირით გადასვლა, წინასწარ შეთანხმებული ,,მადლობით” მგზავრობები სამარშრუტო ტაქსებში, ზოგჯერ მეტროს ჟეტონის არქონაც და კიდევ ბევრი სხვა რამ… ვიცი, რომ ეს მარტო მე არ გამივლია… ძალიან ბევრი ვიშრომე თუნდაც იმისთვის რაც დღეს მაქვს, მახსოვს ოცნებად მქონდა მანქანა მყოლოდა და უბრალოდ საკუთარი ბინა… ვიცი არიან ადამიანები ვისაც დღესაც შეიძლება მსგავსი პრობლემა ჰქონდეს და ყველას გულწრფელად სიკეთეს ვუსურვებ…
თუმცა ეს სტატუსი იმიტომ დავწერე რომ წუხელ კვლავ სიზმარი ვნახე სადაც ისევ პატარა ვარ და სადაც ყველაფერი უზრუნველადაა… ყველა ჩემს ახდენილ ოცნებას გავცვლიდი (ჩემი ოჯახი არ იგულისხმება რა თქმა უნდა) ერთი დღით მანდ დამაბრუნა და მშობლებთან ჩახუტების სუნი მაგრძნობინა… რა უცნაურია არა, მშობლები რომ მიდიან სიკვდილის შიში გიქრება, მეც ასე დამემართა, როცა ლილი წავიდა… გულწრფელად, მართლა აღარ მეშინია საერთოდ… მაინტერესებს კიდევაც იქ წარსდგომის დღე როგორი იქნება, სადაც მგონია, რომ ღმერთთან მიმავალ გზაზე შეცდომების აღიარება/მონანიებისას, თუ ერთი კითხვის დასმის საშუალება მომეცემა, მხოლოდ ამას ვიკითხავ:
ჩემი მშობლები სად არიან?”