“საქართველოს პრინცესასთან ერთად” – ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან

პარიზულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცს“ უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელების თამაში არ მოქცეულა.

სტადიონის ტრიბუნებიდან გუნდს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთელების მეუღლეებიც, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მატვეი საფონოვის მეუღლის, მარინა კონდრატიუკის პოსტმა.

მარინამ საკუთარ გვერდზე ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„საქართველოს პრინცესასთან ერთად“ – წერს მარინა.