„მოყვასებო არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია…“

მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სიახლეა – მას რჩეულმა ხელი სთხოვა. მსახიობმა გამომწერებს სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო. 

მსახიობმა რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი კადრები გაავრცელა:

„ვისაც არ ეყო ჩვენით ტკბობა, გიზიარებთ ახალ ფოტოებს… მოყვასებო, არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია“, – წერს ნანკა გვარიშვილი.

ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში.

მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.