”მეც ვფიქრობ, რომ ზურა ყიფშიძის სახლი არ უნდა გაიყიდოს“

თამთა დემურიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”მეც ვფიქრობ, რომ ზურა ყიფშიძის სახლი არ უნდა გაიყიდოს, ეს ადამიანი გენიალური მსახიობი იყო და არის, ყველა თაობისთვის, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე და სულ იქნება რა დროც არ უნდა გავიდეს, ფილმებში ყველას უნახავს, მაგრამ ვისაც სცენაზე – დამეთანხმება, რომ ვერცერთი ,,ჰოლივუდელი” ვერ შეედრება… და ელენე ყიფშიძე, მისი გენიალურობაც ხომ ახსოვს უმრავლესობას… საქართველოში ბანკები სასტიკად იქცევიან, შეუძლებელია ამხელა მოგებაზე გადიოდე და ერთხელ მაინც არ იფიქრო, იქნებ % დავწიო, ან იქნებ თანამშრომლებს შევუქმნა ღირსეული სამუშაო პირობები და მონებივით არ გამოვიყენო, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით და ე. წ გეგმაზე ,,მიბმულები” სტრესში არ ვამყოფო სამარცხვინო ბონუსებისთვისო… #ბანკირებოდაწიეთპროცენტი #ნუამოხადეთხალხსსული #ზურაყიფშიძე Lenuka Kipshidze ანგარიში რომ დადოთ დარწმუნებული ვარ გვერდით დაგიდგებათ ყველა, #ელენედაზურაყიფშიძისსახლიარუნდაგაიყიდოს 🙏”