ბექა ცერცვაძე ქართველი ფლორისტია, რომელიც უკვე წლებია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს და საქმიანობს. ის პარიზში საკუთარი ყვავილების ბიზნეს ფლობს, რომელიც დიდი პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს.
ბექას წარმატების გრძელს სიას კიდევ ერთი მიემატა – ცოტა ხნის წინ მის შესახებ სტატია გამოცემამ L’Officiel გამოაქვეყნა:
“27 წლის პარიზში მოღვაწე ქართული წარმოშობის ფლორისტი ბექა ცერცვაძე თავისი თაიგულების სილამაზითა და ყვავილების შესანიშნავი მრავალფეროვნებით აჯადოებს როგორც საფრანგეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს”, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ნილოვი.
L’Officiel, სრული სახელწოდებით L’Officiel de la couture et de la mode de Paris, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, პრესტიჟული და უძველესი მოდის ჟურნალია. თუ Vogue-ს მოდის “ბიბლიას” ვუწოდებთ, L’Officiel-ს ნამდვილად ეკუთვნის ფრანგული მაღალი მოდის – Haute Couture – ოფიციალური ხმის სტატუსი.
ჟურნალი 1921 წელს პარიზში დაარსდა ანდრე კასტანიეს მიერ. L’Officiel-მა უდიდესი როლი ითამაშა ისეთი დიზაინერების კარიერულ წინსვლაში, როგორებიც იყვნენ: კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი, პიერ კარდენი, კრისტობალ ბალენსიაგა და სხვ.