“არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ”

„პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი ხდება, ვარ მშვიდად და წყნარად, ჩემთვის, ჩემს შვილთან ერთად, სხვა სიახლე არ მაქვს. ჩემი შვილი, თინა, რვა წლისაა. ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო მის გვერდით გავატარო. სულ გადარბენა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, ჩემს გოგონას ყოველდღიურად დავუთმო გარკვეული დრო. როცა ერთად ვართ, უბრალოდ, დროს კი არ ვატარებთ, ეს არის თამაში, მეცადინეობა, კითხვა, სეირნობა.

რაც შეეხება საყვარელ ადამიანს, ვეთანხმები, რომ ყველას სჭირდება გვერდით ასეთი ადამიანი. არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს… ვიღაც თუ გამოჩნდა ისეთი, დავფიქრდები, თუმცა ჩემი ანთება ძალიან რთულია. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს, არა. უბრალოდ, ის ადამიანი უნდა იყოს ენერგეტიკულად ჩემი, გულთან ახლოს მოვიდეს და ჯერჯერობით, ასეთი არ გამოჩენილა. როცა გამოჩნდება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორედ გავთხოვდე. კიდევ ვამბობ, რომ ადამიანს სჭირდება მეორე ნახევარი და არც მე ვარ გამონაკლისი…“ – ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში.