“ევროპიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფი ამჟამად მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე – “კესარიას ცხოვრება“

სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მეგობარი სიახლეს აზიარებს – მალე კესარიაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.

“ევროპიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფი ამჟამად მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე – “კესარიას ცხოვრება“.

ფილმის პროდიუსერები და რეჟისორი აქტიურად თანამშრომლობენ კესარიას ოჯახთან, მის უახლოეს მეგობრებთან და სტილისტ-პროდიუსერთან, რათა დოკუმენტურმა ნამუშევარმა მაქსიმალური სიზუსტით და ემოციით ასახოს კესარიას გამორჩეული ცხოვრება, როგორც კამერის წინ, ისე კადრს მიღმა.

ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი თბილისში იმყოფება, სადაც უკვე ჩაიწერა ინტერვიუები კესარიას დედასთან და მის უახლოეს მეგობართან. ასევე გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ოჯახი თანხმობას აცხადებს, რომ აღნიშნული ფილმი მომავალში საერთაშორისო ტელეეკრანებსა და კინოთეატრებში გავიდეს.

კესარიას დედის გადაწყვეტილებით, ფილმიდან მიღებული ჰონორარი სრულად გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში,” – წერს ვანიკო