„ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რამხელა ძალაა საჭირო ასეთ მომენტებამდე მისასვლელად. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები… და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას. ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ.
იმის ყურება, თუ როგორ ხდები ყველაფერი ის, რისთვისაც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამაა. ყოველთვის მეამაყები. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო წინ კიდევ ბევრი რამაა…“ – დაწერა ნიცა თავაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ.