კვარაცხელიას და შოთა არველაძის შეხვედრა მატჩის შემდეგ

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში პარი სენ-ჟერ­მენ­მა ლონ­დო­ნის “არ­სე­ნა­ლი” და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლი მო­ე­დან­ზე გარ­დამ­ტე­ხი იყო.

თავ­და­პირ­ვე­ლად “არ­სე­ნა­ლი” 1-0-ს იგებ­და და პა­რი­ზე­ლებს ლონ­დო­ნე­ლე­ბის დაც­ვის გარ­ღვე­ვა უჭირ­დათ, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში, ხვი­ჩამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის შე­დე­გად, 11-მეტ­რი­ა­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, უს­მან დემ­ბე­ლემ კი პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა და სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა პსჟ-მ მო­ი­პო­ვა.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის უკვე ორგზის გა­მარ­ჯვე­ბულს ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი შოთი არ­ვე­ლა­ძე შეხ­ვდა. ყვე­ლამ ნახა მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხვი­ჩას სის­ხლი­ა­ნი ფე­ხის ფოტო და შო­თიმ სწო­რედ ამა­ზე ჰკი­თხა.
 
ხვი­ჩას თქმით, ორი დღის წინ წა­იქ­ცა და ამის შე­დე­გია მისი ფე­ხის ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

კვა­რა­ცხე­ლი­ას ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­სა­მე თას­ზე: “მე­სა­მე, მე­სა­მე არ მო­დის?”, – რა­საც კვა­რამ ასე უპა­სუ­ხა – “კი, წა­მო­ვა მე­სა­მეც”

 

View this post on Instagram