“მინდოდა, რომ ვეღარ ვეცნე ხალხს, ვფიქრობდი, რომ მე ეს იმიჯი უნდა დამენგრია”

“ტელეპოპულარობა ყველაზე წამიერი პოპულარობაა. ორი დღე რომ არ ჩანხარ, ყველას ავიწყდები. მეგონა, რომ ეს პოპულარობა ჩემს შემთხვევაშიც მორჩებოდა, მაგრამ არასდროს არ მორჩა. მქონდა პერიოდები, როცა მინდოდა, რომ ვეღარ ვეცნე ხალხს, ვფიქრობდი, რომ მე ეს იმიჯი უნდა დამენგრია.

მაშინ ერთმა სრულიად ვარსკვლავმა, ჩემთვის სამაგალითო ქალმა მითხრა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა – ანანო აღარასდროს უნდა ითამაშო, მაგრამ ახალი ვერსიები უნდა შექმნა, ასეთი რამ რომ გაქვს გაკეთებული, ეს სხივი რომ გაქვს, ლოგიკურად უნდა გააგრძელოო. 

მადლობა ნინო კასრაძეს ამ სიტყვებისთვის, ჩემი ნამუშევრის, ჩემი მიღწევის დანახვისთვის”, – ამის შესახებ მსახიობმა მარიამ ჯოლოგუამ გიორგი იაშვილის გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა და გაიხსენა ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი, ანანო, სერიალიდან “შუა ქალაქში”.