“მარტოხელა მამა ვიყავი, დედაჩემი მეხმარებოდა, თორემ ისე ვერაფერს ვერ ვიზამდი”

მალხაზ ქვრივიშვილმა სალომე გოგიაშვილის გადაცემაში “ამბავი” მისი მესამე ვაჟის ანდრიას შესახებ ისაუბრა.

 “ჩვენი მესამე შვილი ანდრია ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენ გავზარდეთ და ხათუნას დედას ეძახდა. ეს ძალიან მომწონს და მიხარია. მარტოხელა მამა ვიყავი, დედაჩემი მეხმარებოდა, თორემ ისე ვერაფერს ვერ ვიზამდი”.

როგორც ქვრივიშვილის მეუღლემ ხათუნა ფეიქრიშვილმა გადაცემაში განაცხადა, მსახიობის ყოფილ ცოლს პირობები არ ჰქონდა და ბავშვი მამასთან ამიტომ იზრდებოდა.