”უბრალოდ არ მინდა დაჯერება, რომ ერთი მხოოლოდ ერთი “ადამიანი” ვერ გამოიძებნა🙂‍↔️ იმდენ “ადამიანებში”, ბავშვს რომ დახმარებოდა“

რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უბრალოდ არ მინდა დაჯერება, რომ ერთი მხოოლოდ ერთი “ადამიანი” ვერ გამოიძებნა🙂‍↔️ იმდენ “ადამიანებში”, ბავშვს რომ დახმარებოდა.

ოპერატორები, პროდიუსერები, ზოგადად საეთერო 😡 პირველ რიგში ის მშობელი ! ვიდეოს ვინც იღებდა და ეს ყველაფერი დააფიქსირა- როგორ არ გადააგდო ტელეფონი და არ შევარდა ბავშვის დასახმარებლად! აბა , საკუთარი შვილი ყოფილიყო… რა გულმა უნდა გაუძლოს მე არ ვიცი!

ჯერ ემპათია, ერთმანეთზე ზრუნვა, გუნდურობა და რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარული უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და შემდეგ ვიამაყოთ მათი წარმატებით , ცეკვასა თუ სიმღერაში!

სამწუხაროდ ნელ-ნელა კიდევ წამოვა, ძალიან ცუდი შედეგები – “მე ჩემს შვილს არაფერს ვაძალებ” , “თუ არ უნდა არ იტყვის გამარჯობას” , “ცუდად იქცევა მაგრამ არაუშავს, არ ვზღუდავ – ბავშვი თავისუფალი უნდა გაიზარდოს” ! და ა.შ აი ამ აღზრდის მეთოდების გამო! რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოსწონთ მშობლების გარკვეულ ნაწილს🙂‍↔️”