ამერიკელი რეპერის, Kanye West-ის კონცერტი, რომელიც 12 ივნისს თბილისის დინამო არენაზე გაიმართა, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა.
კონცერტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბილეთები მოკლე დროში სრულად გაიყიდა. თუმცა კონცერტის შემდეგ ყურადღების ცენტრში მხოლოდ მუსიკა არ ყოფილა.
სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით შექმნილი სახალისო ფოტოებისა და მიმების გამოქვეყნება დაიწყეს. ინტერნეტში გავრცელდა სხვადასხვა იუმორისტული ვიზუალი, სადაც კანიე უესტი ქართულ რეალობაშია გადმოყვანილი.