ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ცხოვრების ამ ეტაპზე კი ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ანასტასიას მეუღლე ბიზნესმენი ივანე მხეიძეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ანასტასია გადაცემის “დაქალთან ვრჩები” სტუმარი იყო, სადაც მშობიარობაზე, დედობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
“მე ძალიან მიყვარს ორსულობა და მშობიარობაც ძალიან მომწონს. ყველა მშობიარობის შემდეგ 7 კილო დავიკელი და, ამასთან, ლაქტაციაც იწვევს გახდომას.
ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენა ჯობია, რადგან ბავშვი რომ იბადება იღებს დედისგან მიკროფლორას. ამ მიკროფლორას გადასცემ ბავშვს, რომელიც ძალიან კარგია იმუნიტეტისთვის, ჯანმრთელობისთვის. კანადაში დაიწყეს ეს პრაქტიკა – იღებენ ქალის ფეკალიას და ამატებენ რძეში, რომ ეს მიკროფლორა მიიღოს ბავშვმა”, – ამბობს ანასტასია.