კვარაცხელიების საზაფხულო უქმეები დაიწყო: ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახური კადრები

ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2025-2026 წლების სეზონი ისტორიული და გამორჩეული გამოდგა. ქართველმა შემტევმა პარიზულ გრანდთან, “პსჟ”-სთან ერთად საოცარი შედეგი დააფიქსირა, მან ზედიზედ მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

დატვირთული და ემოციებით სავსე სეზონის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიამ დასვენების დრო გამონახა და ოჯახთან ერთად საზაფხულო მოგზაურობაშია.  ხვიჩა დროს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა დამიანე კვარაცხელიასთან ერთად ატარებს. წყვილი ზღაპრულ გარემოში ისვენებს და ძალებს ახალი სეზონისთვის იკრებს.

მოგზაურობიდან ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს.

“ჩემი სამუდამო პაემანი” – წერს ნიცა.