“ძალიან ბედნიერი ვარ – ჩვენ შევრიგდით. მინდოდა, ეს სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა”, – წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი მარი ნაკანი და მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ მარი ნაკანისა და მისი მეუღლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ამის მიზეზი კი თავად მარი ნაკანის განცხადებები გახდა – ფოტოგრაფმა საჯაროდ ისაუბრა განქორწინებისა და ამ პროცესის თანმხლები სირთულეების შესახებ. მარი ნაკანი არაერთი პოპულარული გადაცემისა თუ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ამბობდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში მოხვდა, ამ დროს კი შეიტყო, რომ მისი მეუღლე, ფოტოგრაფი გიორგი მამასახლისი დაშორდა.