UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:
„შენ უპატივცემულობას ავლენ სპორტის მიმართ იმ ერთგულებისა და შრომის მიმართ, რასაც თითოეული მებრძოლი დებს, როცა სისულელეებს ლაპარაკობ. მოგება იქნება თუ წაგება – ჩვენ ყველა მეომრები ვართ და პატივისცემას ვიმსახურებთ. ჯანდაბაში წასულა ყველა, ვინც იმაზე ლაპარაკობს, რაც არ იცის – მოდი და პირში მითხარი.“
ცნობისთვის, ილია თოფურიას წაგებას სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად განიხილავენ.
ქართველ ელმატადორს MMA-ს ბრძოლის ისტორიაში 17 მოგება და 1 წაგება აქვს.