ჯასტინ გეიჯთან გამართული მძიმე და დრამატული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ილია თოფურია დამარცხდა, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ სპორტული შედეგი, არამედ მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პოსტიც გახდა.
ცნობილია, რომ ილია თოფურიამ ოქტაგონზე მრავლობითი ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ შორის, თვალების არეშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაზიანებებმა ილიას მხედველობაზეც იქონია გავლენა, თუმცა მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და მას მხოლოდ დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
ჯორჯინა უზკატეგუის პოსტი ილია თოფურიას მარცხის შემდეგ:
„სავლე მიწიდან წამოდგა და, თუმცა თვალები ღია ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა. სამი დღის შემდეგ, მოწაფემ, სახელად ანანიამ, მისთვის ილოცა და მას მხედველობა დაუბრუნდა.
ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად განიმარტება, როგორც მხედველობის ფიზიკურ დაკარგვაზე მეტი რამ: ეს სიმბოლურად გამოხატავდა იმას, რომ სავლე სულიერად “ბრმა“ იყო და გზის გაგრძელებამდე უნდა გაჩერებულიყო და მოვლენები სხვაგვარად დაენახა.
გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუი.