“აღარ ვმეგობრობთ… აღარ გვაქვს კონტაქტი” – რა მოხდა ნინი ქარსელაძესა და მარიკა თხელიძეს შორის

ბოლო დროს გავ­რცელ­და ჭორი, რომ მა­რი­კა თხე­ლი­ძე და ნინი ქარ­სე­ლა­ძე აღარ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. მათ “ინ­სტაგ­რამ­ზე” პრო­ფი­ლებ­ზე გა­მო­წე­რაც კი გა­ა­უქ­მეს. მე­დი­ა­სა და კუ­ლუ­ა­რებ­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს წერ­ტი­ლი გა­და­ცე­მა „სარ­კას­ტი­კის“ ეთერ­ში უნდა დას­მო­და, თუმ­ცა მომ­ღერ­ლე­ბის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მეტი კი­თხვის ნი­შა­ნი გა­უ­ჩი­ნა.

სა­ნამ ნინი ქარ­სე­ლა­ძე ყო­ველ­გვარ უთან­ხმო­ე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და მომ­ხდარს გა­უ­გებ­რო­ბას მი­ა­წერს, მა­რი­კა თხე­ლი­ძე ამ­ბობს – “აღარ ვმე­გობ­რობთ”.
ჭო­რის გა­და­მოწ­მე­ბა „სარ­კას­ტი­კის“ წამ­ყვა­ნებ­მა სცა­დეს. წამ­ყვა­ნე­ბის კი­თხვა­ზე ნინი ქარ­სე­ლა­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

“მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, არა­ნა­ი­რი ჩხუ­ბი… რაც ასა­კი გე­მა­ტე­ბა, მე მგო­ნი, ადა­მი­ა­ნი ცოტა სხვა იმა­ში გა­და­დი­ხარ, რომ არა­ვის­თან ჩხუ­ბი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, შე­გიძ­ლია რომ გა­ა­ტა­რო და და­ზო­გო ენერ­გი­ე­ბი…

 
აღარ გვაქვს კონ­ტაქ­ტი, აღარ ვმე­გობ­რობთ ცოტა ისე­თი ნათ­ქვა­მია… მარ­თლა არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბას გე­ფი­ცე­ბით და თუ რამე მოხ­და უბ­რა­ლოდ მე არ ვიცი მე არ წა­მიშ­ლია [ინ­სტაგ­რა­მი­დან]… მე მგო­ნი მა­რი­კას­თან უნდა გა­და­ა­მოწ­მოთ ეგ ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი”.

წამ­ყვა­ნე­ბი ასე­ვე და­უ­კავ­შირ­დნენ მომ­ღე­რალ მა­რი­კა თხე­ლი­ძე­საც:

“რა მოხ­და, ამა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმი­ტომ, რომ ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გობ­რე­ბი აღარ იყ­ვნენ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვცეთ პა­ტი­ვი ყვე­ლა­ფერს, რაც იყო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ, დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დე… აღარ ვმე­გობ­რობთ“.