“მის თვალებში დავინახე რაღაც ყველაზე ნაცნობი” – ნანკა გვარის პირველი პოსტი დაოჯახების შემდეგ

ცოტა ხნის წინ მსახიობი და ინფლუენსერი ნანკა გვარი დაოჯახდა. მისი რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. ნანკამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი

– მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრებაა, ერთ ვარსკვლავს შევციცინებ. სირიუსი ჰქვია, განსხვავებულია, ყველაზე კაშკაშაა და სხვადასხვა ფერად ანათებს… სულ მეგონა, ჩემი რომანტიზებისკენ მიდრეკილი ტვინით, რომ ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის ანათებს. და სანამ ვარ, ისიც იქნება. ის იყო ყველა ჩემი დაუცველობის შეგრძნების, ყველა ჩემი შფოთვის, უიმედობის, სევდის და სიმარტოვის ფარი. ცრემლიანი თვალებით როცა ავხედავდი, ციმციმით მეგონა, თვალს მიკრავდა და მეც ვგულიანდებოდი, რომ მარტო არ ვარ, რადგან ჩემთვის რაღაც სადღაც ანათებს… ის სრულყოფილია და ზუსტად იმიტომ, რომ არის მიუწვდომელი. ბავშვური გონებით ბევრჯერ მიფიქრია, მანქანაში ჩავჯდები და იქამდე ვივლი, სანამ არ მივუახლოვდები-თქო. ეს ჩემი პატარა ოცნება იყო. ერთ დღესაც, როცა მართლა ბევრი ვიარე და ყველაზე ლამაზი იყო ცა, გავიცანი ის, აი ის, ყველა რომ ეძებს… და მის თვალებში დავინახე რაღაც ყველაზე ნაცნობი, ყველაზე ახლო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ერთგული – ჩემი გულშემატკივარი და მესაიდუმლე, ჩემი იმედის სიმბოლო, ჩემი ვარსკვლავი, სირიუსი. და ეს იყო ციდან ნიშანი, რომ რაღაც ჯადოსნურს, აქამდე ჩემთვის მიუწვდომელსა და სრულყოფილს ვეხები… თურმე ამ ვარსკვლავს კანი აქვს, ხელები, ფეხები, სული აქვს, ადამიანია. ცა არასდროს მატყუებდა, სირიუსი მართლა მიკრავდა თვალს – იცოდა, რომ ჩემთვის მიწაზე დაბადებულ ვარსკვლავს შევხვდებოდი სწორ დროს და სწორ ადგილას… და როგორ რომანტიკულადაც უნდა ჟღერდეს, მისი თვალები ცაზე ლამაზია და მათში ვხედავ ყველაზე მოციმციმე სინათლეს, რომელიც ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის ანათებს.

პ.ს. ცაში ახედვა ნუ გავიწყდებათ, ის სასწაულმოქმედია და მე მჯერა, ყველასთვის ანათებს თავისი ერთი ცალი ვარსკვლავი, უბრალოდ უნდა ავიხედოთ და მერე წინ გავიხედოთ, ფეხი არ წამოვკრათ რამეს. მიყვარხარ, ჩემო.

პ.ს.ს. ბოლო ფოტოზე შვეიცარიაში მდებარე სირიუსის სახელობის პლანეტარიუმია, სადაც ირაკლიმ დაბადების დღეზე წამიყვანა.