“სოფოს საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით… გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ”

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მიხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რილ პოსტზე აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას, სა­დაც სა­უბ­რობ­და, რომ მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ალი­სამ, დე­დის, სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ბან­კო ბა­რა­თით სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი იყი­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, პოს­ტის შემ­დეგ ბევ­რს გა­უჩ­ნდა კი­თხვა ნი­ჟა­რა­ძის ან­გა­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გან­მარ­ტავს, რომ მომ­ღერ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი ძი­რი­თა­დად რეკ­ლა­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბია.
“ალი­სას მიერ სო­ფოს სა­ბან­კო ან­გა­რი­შის “და­ყა­ჩა­ღე­ბა­ზე” პოსტზე ზო­გი­ერთს ასე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და – სო­ფოს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე თან­ხა ჰქო­ნია და იმათ რა ქნან ვი­საც არ აქ­ვსო.

მინ­და სრუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა და­ვამ­კვიდ­რო. სოფო არის მომ­ღერ­ლე­ბის “შავ სი­ა­ში” შეყ­ვა­ნი­ლი და მას არ აქვს არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი. მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში ძი­რი­თა­დად ივ­სე­ბა ალი­სას მუ­შა­ო­ბით, რომ­ლებ­საც იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­ში, ალ­ბათ შეგ­ხვედ­რი­ათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მა და ფულს სო­ფოს ური­ცხა­ვენ. ასე რომ ალი­სამ სო­ფოს ფული კი არა სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კუ­თა­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფული და­ხარ­ჯა.
ნუ, გი­უ­ლიც თა­ვის მხრივ ცო­ტა­თი ეხ­მა­რე­ბათ. კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლის ფულს არ ახ­დე­ვი­ნებს კარ­გი ხალ­ხი. უფრო მე­ტიც, მე­ო­რე კონ­კუ­რენ­ტმა კერ­ძო სკო­ლამ ხელ­ფა­სიც კი შეს­თა­ვა­ზა თუ ალი­სა მათ­თან გა­და­ვი­დო­და

მე არ ვა­მა­ყობ იმით რომ ვერ ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი ვინც ამას აკე­თებს და რაც მთა­ვა­რია მად­ლო­ბა ალი­სას, რო­მე­ლიც თვი­თონ ირ­ჩენს თა­ვი­სი შრო­მით სა­კუ­თარ თავს, თან ამას აკე­თებს დიდი გა­ტა­ცე­ბით” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.