“მოვიდა ანალიზის პასუხი…“ – „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს

ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს დედამისის ჯანმრთელობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

„მოვიდა ბიოფსიის კვლევის პასუხი, რომელსაც ყველა ველოდებოდით… პასუხი სასიხარულოა – სიმსივნური წარმონაქმნი არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის“, – წერს „დანტესი“.