“ნანიკოს ადგილზე გიჩივლებდი” – ნანიკო ხაზარაძის შესახებ ანა ბარბაქაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

“ნანიკო ხაზარაძის მაგალითზე გიყვებით თუ ეს ცხოვრება როგორ არის მოწყობილი” – ამის შესახებ ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ნანიკოს ადგილზე გიჩივლებდი ამ სითავხედისთვის. ვინ ხართ თქვენ, რომ ასე საჯაროდ განიკიცხავ ქალბატონს?! თქვენ რას აკეთებთ ახლა უფრო მეტად არ ანადგურებთ ადამიანს? მას მისი ცხოვრება აქვს და საკუთარ არეულ ემოციებს მიხედეთ ყველამ! რამდენად გაბოროტდით ხალხი! იიი დედას უვლის თურმე და სხვა რატომ ვერ უცვლის პამპერს. ფსიქოლოგთან მიდით, ნანუკა იმედია მიგაღებინებს ამისთვის საკადრის…

ძალიან არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის დაწერა, თუმცა, თუ ნანიკოზე კომენტარის გაკეთების უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, ესეიგი თქვენც მზად ხართ. არ შევალ იმ ემოციურ ჭრილში, რომ ვინმე განვსაჯო, სწორად მოიქცა თუ არა, მაგრამ ერთი შედარება რომ გავაკეთოთ, თუ ავად არის ადამიანი და მიგვყვავს ექიმთან და ეს ნორმალურია, რატომ არის დემენციის პრობლემების დროს ამის გაკეთება ნორმიდან გადახვევა? დიახ, ზოგიერთი წლობით ცხოვრობს პალატაში, როცა მის ჯანმრთელობას ჭირდება. ნუთუ ასეთი მარტივი იყო ნანიკოს მამის დიაგნოზი, რომ მეთვალყურეობა თავის თავზე აეღო?შეხედეთ ჯერ საკუთარ თავს და მერე ნანიკოს, მიხვდებით ვინ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თქვენ არ გაქვთ არც ჯანსაღი იერი და არც ჯანმრთელი გამოხედვა. არავის არაფრის შეშინებია, ვფიქრობ ნანიკომ სწორად შეაფასა მდგომარეობა, განსაზღვრა თავისი ძალები, შეაჯამა და მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩათვალეთ, რომ როგორ ორგანულ დაავადებაზე მკურნალოთ კლინიკაში მშობლებს, ისე დაეხმარა ის დაწესებულება მამამისს ცხოვრების შემსუბუქებაში და მერე აღარ დაიგრძელებთ ენებს…

ნანიკომ შეუძლებელი შეძლო… მამას მიხედა ისე, როგორც ბევრს არ შეუძლია… თუ თქვენ დედას უვლით, ეს იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ ასე და არა იმ საზოგადოებას, ვისაც მიმართავთ.. ნუ ავლებთ პარალელებს ნანიკოსთან… ნანიკოს ფსიქიკა შეინარჩუნა მამის ცუდად ყოფნისასაც, მისი დაკარგვის შემდეგაც და სამსახურის დაკარგვის მერეც…მაპატიეთ და თქვენ ფსიქოლოგიურად გიჭირთ უკვე.. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ…ნანიკოს გაკეთებული ან გაუკეთებელი საქმეები არ არის თქვენი საკეთებლის საზომი…

მამიდაჩემს აქვს დემენცია, აუარებელი წვალების შემდეგ, არაერთი მომვლელის გამოცვლის შემდეგ, თბილისში ერთ ერთ პანსიონში მიიყვანეს. თვეში 3500 ლარს იხდიან უიდეალურეს გარემოშია, მასეთ ყურადღებას ვერასოდეს მიქცევდნენ შვილები. შვილებიც ყოველ დღე მიდიან ნახულობენ. უბრალოდ ან სახლში უნდა იყო და მოუარო, სახლში ჯდომით თუ ვინმე გარჩენს ძალიან კარგია, საქართველოში მარტივი არაა მარალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვა…

რა გინდათ?ნანიკოზე უკეთესი ხართ რადგან მამა ჩააბარა პანსიონში და თქვენ დედას თვითონ უვლით?მეტი არაფერს ემსახურება თქვენი ვიდეო.ზედმეტი მოგდით,რა უფლებით საუბრობთ სხვის ცხოვრებაზე ასე საჯაროდ.ღმერთზე ლაპარაკის უფლება მხოლოდ იმას აქვს ვინც არ განიკითხავს სხვას და ამპარტავენბაში არ ვარდება!

ერთადერთი რასაც ვნანობ ისაა, რომ მამაჩემი ვერ მივიყვანე პანსიონატში დიდი გადასახადების გამო ვერ შევძელი , დემენციის მქონე ადამიანთან ცხოვრება გაგარეკინებს ფსიქოლოგი დასჭირდება ნებისმიერს და 12 წლამდე ბავშვისთვის საერთოდ აკრძალულია ერთ სივრცეში ყოფნა. ნანიკოს არ ვიცნობ მაგრამ მაშინ მივწერე და პანსიონატზე ვიკითხე რა და როგორ. აუცილებელია დემენციის მქონე პაციენტებისთვის ეგ დაწესებულება , რომ ნორმალური ადამიანიც არ გაგიჟდეს წარმატებები…

ანა, ძალიან გაფასებ მაგრამ ახლა შენ არ ხარ მართალი ნანიკო მამამისს უვლიდა მას მეტი გამოსავალი არ ქონდა ურთულესია დემენციანი მშობელი!

მინდა გითხრათ რომ თქვენნაირი ადამიანების მეშინია .თქვენ რასაც ამბობთ არ არის ნორმალური. პირველად შემხვდა თქვენი ვიდეო ,ვერც ვუსმინე ბოლომდე და შემდეგებსაც ავსქროლავ .ვფიქრობ დახმარება გჭირდებათ.

კი ტანჯვით გაიღვიძებს ჩვენში არსებული სასწაული ნამდვილად საერთოდ არ გეთანხმებით, თქვენი მხრიდან განკითხვა და განსჯა ნანიკოს მიმართ ღმერთისკენ მიმავალი გზაა?? თან ძალიან რბილად განსჯილი ნანიკო ))) ყველაფრის დათმობა ცხოვრებაში, ყველაფერზე უარის თქმა, დაკარგული საკუთარი ცხოვრება , სურვილები, დაკარგული სახე მაგ ყველაფრის შედეგად ეგ გგონიათ უფლისკენ მიმავალი სწორი გზა? არა, ადამიანს ყველაფერი ეძლევა თუ ის კარგადაა და ბედნიერადაა უამრავი დაკვირვების ფონზე ვწერ :)) ამიტომ ნუ იტანჯებით და ვისთვის რაც უფრო უკეთესია მზრუნველობის და მკურნალობის კუთხით ისე გადაწყვეტს.” – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, ანა ბარ­ბა­ქა­ძე კა­ნა­და­ში შვილ­თან და დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რომელსაც დე­მენ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს. ანა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქვეყნებს ვი­დე­ო­ე­ბს.