თეონა ჩაჩუა ტრენდული დიეტებისა და წონის კლების შესახებ

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან გვხვდება სათაურები: “7-დღიანი დეტოქსი”, “დაიკელი 10 კგ. 2 კვირაში“ და აშ . მაგრამ სიმართლე ისაა, რომ, ჩემს შემთხვევაში, 5 კგ-ს დაკლებას 2.5-3 თვემდე დასჭირდა.

ეს არ იყო სწრაფი პროცესი და არც მარტივი ყოფილა.

მომიწია ძველი ჩვევებზე უარის თქმა და ყველაფრის თავიდან აშენება – შევცვალე არა მხოლოდ ის, რაც ჩემს თეფშზეა, არამედ ჩემი დამოკიდებულებაც. მომიწია დილით ადრე და ნებისმიერ ადგილას ვარჯიშისთვის მზადყოფნა მაშინაც კი, როცა მოტივაცია არ მქონდა. ბევრჯერ მქონია დღე, როცა ყველაფრის მიტოვება მინდოდა, რადგან სასწორი ციფრებს საკმარისად სწრაფად არ ცვლიდა.

მაგრამ გავაცნობიერე ერთი რამ: თუ მინდა შედეგი, რომელიც მართლა ჩემთან დარჩება, უნდა შემეწყვიტა სწრაფი შედეგების ძებნა და ცხოვრების წესის შეცვლაზე მეფიქრა. ეს აღარ არის მოკლევადიანი „გამოწვევა“ – ეს უკვე ჩემი ყოველდღიურობაა.

ნელი პროგრესიც პროგრესია”, – წერს სოციალურ ქსელში ინფლუენსერი თეონა ჩაჩუა და წონის კლების საკუთარ გამოცილებას აზიარებს.