დღეს ზურა შევარდნაძე 47 წლის გახდა და ეგ რომ არ დაბადებულიყო, არ იქნებოდა “გარდენია”, ერთი ოაზისად ქცეული ადგილი დედაქალაქში, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე წერს და ზურას დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩემს ფოტო არქივში ყველაზე მეტი ფოტო ინახება ამ ადამიანთან გადაღებული, ბევრი ვინმე და რამე გვაკავშირებს, ერთად მთა და ველი გვაქვს მოვლილი – სოფელ-სოფელ, შუკა-შუკა, ჩვენი მეგობრობა არც სოც. ქსელებში დაწყებულა და არც სატელევიზიო ეთერისთვის, იმდენი ემოცია, ისტორია და თავგადასავალი დავაუნჯეთ, ას ადამიანს რომ ეყოფოდა გასახსენებლად.
დღეს ზურა შევარდნაძე 47 წლის გახდა და ეგ რომ არ დაბადებულიყო, არ იქნებოდა “გარდენია”, ერთი ოაზისად ქცეული ადგილი დედაქალაქში.
გაუმარჯოს ზურა შევარდნაძეს თავისი შრომით, იდეებით, ფიქრებით, შემოქმედებით და ყველა იმ ადამიანით, ვინც მისთვის ძვირფასი და გასაფრთხილებელია!”, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.