მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”ჩვენ ვიბრძოდით სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე და საბოლოოდ ეროვნული მოძრაობის ზეწოლით გაუქმდა კიდეც ეს უმკაცრესი სასჯელი საქართველოში.
თითქმის იმავე პერიოდში,ზვიად გამსახურდიასთან მოვიდა ასაკოვანი ცოლ-ქმარი და დახმარება სთხოვა.ზვიადმა დამიძახა და ეს ცოლ-ქმარი გამაცნო-ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ სამართლის მოძებნაშიო. შოკში ჩავვარდი, როცა გავიგე ვინ იყვნენ-იმ პერიოდში ერთერთი ყველაზე გახმაურებული ამბის მსხვერპლის მშობლები აღმოჩნდნენ. მაშინ ყველამ იცოდა მოჭიდავე ნამგალაურის უსასტიკესი დანაშაულის შესახებ -მან მცირეწლოვანი ნათესავი ბავშვი გააუპატიურა, დაანაკუწა და მიწაში ჩამარხა. სწორედ ამ ბავშვის მშობლები ითხოვდნენ სამართალს და ნამგალაურის სიკვდილით დასჯას…
მაშინ პირველად შემრცხვა, რომ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ვიბრძოდი. თვალებში ვერ ვუყურებდი ამ უსათნოეს ადამიანებს…
დღეს მეორედ მრცხვენია!
ალბათ არასწორია მსგავსი ჰუმანურობა,სანამ ისეთი ადამიანები არსებობენ,ვინც ნატა ვიბლიანს ,9 წლის ასაკში ცხოვრება დაუნგრია…
არ მეგონა,როდესმე რომ ამას ვიტყოდი,მაგრამ ალბათ შეცდომა იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება!”