კომპანია “თამოსკინი” კონკურენციის სააგენტოს პასუხობს.
”კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა კომპანია თამოსკინის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე. მან განაცხადა, რომ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება არის მიკერძოებული, სუბიექტური და უსაფუძვლო,ვინაიდან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანია თამოსკინის მიერ სააგენტოში წარდგენილი წერილობითი პოზიცია,კონკრეტული მომხმარებლის მიერ შეტანილ საჩივარზე.ასევე სააგენტომ არ მოახდინა კომპანიის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გამოკვლევა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. თამო ვაშალომიძის განმარტებით, კომპანია აპირებს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შესახვის მცდელობას და ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული შავი პიარი კომპანია თამოსკინის მიმართ. თამო ვაშალომიძის განმარტებით, იმ პირების/პირთა ჯგუფის საპასუხოდ,რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ კომპანიის იმიჯის შელახვას, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი პარფიუმერულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში.ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო
მომხმარებლებისათვის.”