საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი პირველი შვილის მოლოდინში არიან, ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.
ამჯერად სალომე ახალ კადრებს აქვეყნებს, რომლებმაც კომპლიმენტები დაიმსახურა:
„რა ლამაზი ხარ სალო“, „ყველაზე ლამაზი ორსული“, „საოცარი გოგო“, – წერენ კომენტარებში.
ლუკა ლოჩოშვილმა სალომე ლაშხზე 2022 წელს იქორწინა. წყვილს მოკრძალებული ქორწილი ჰქონდა, რომელსაც მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ის მეუღლის დიდი გულშემატკივარია და ტრიბუნებზეც ხშირად შენიშნავთ.