ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე დაქორწინდნენ

გაზაფხულიდან მოყოლებული, ქორწილების აქტიური სეზონია საქართველოში. ამჯერად კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი გაიმართა. ორმა წარმატებულმა ხელოვანმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება – ევროპაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ელენე საბაშვილი ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორსა და პიანისტ, ჯაზმენ გიორგი მიქაძეზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა და საქორწინო ღონისძიება შატო მუხრანში გაიმართა.

ელენე საბაშვილი ევროპაში მოღვაწე წარმატებული საოპერო მომღერალია. ყოფილი ბალერინა, მოდელი, მის საქართველოს ფინალისტი, რომელმაც პარიზის არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და საოპერო ხელოვნებაში მწვერვალებს იპყრობს…

გიორგი მიქაძე კი ამერიკაში საკმაოდ წარმატებული მუსიკოსია. ბერკლის პრესტიჟული უნივერსიტეტის შემდეგ ნიუ-იორკში გახდა ჯაზის მაგისტრი, დღეს კი წერს მუსიკას, არის პროდიუსერი, ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას უცხოეთში და აქვს საინტერესო პროექტები.