ფრანგული ფეხბურთისა და მოდის სამყაროს ყურადღება გასულ დღეებში გრანდიოზულმა მოვლენამ მიიპყრო – პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ვარსკვლავმა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ერნანდესმადა ცნობილმა ესპანელმა მოდელმა და კონტენტ კრეატორმა, ვიქტორია ტრიაიმ იქორწინეს.
წყვილმა, რომლის სიყვარულის ისტორიაც რამდენიმე წელს ითვლის და რომლის რომანტიკულმა ნიშნობამ თავის დროზე სოციალური ქსელები ააფეთქა, ქორწილი საფრანგეთში, ზღაპრულ და დახვეწილ გარემოში გადაიხადა. ცერემონიას უამრავი ვარსკვლავური სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძეც, რომელთა ელეგანტურმა შავმა აუტფიტებმა საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.
თუმცა, ქორწილის კადრებიდან ყველაზე ემოციური და საინტერესო დეტალი სწორედ ნიცა თავაძესა და პატარძალს შორის არსებულ ურთიერთობას უკავშირდება. ვიქტორია ტრიაიმ Instagram Story-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხელში მაკიაჟის ფუნჯი უჭირავს, წარწერით: „Something blue, something borrowed“, სადაც ნიცა თავაძე ჰყავს მონიშნული.
როგორც აღმოჩნდა, საქორწინო სამზადისისას ვიქტორიას სწორედ ნიცამ ათხოვა მაკიაჟის ნივთი, რათა პატარძალს ეს რიტუალი სრულყოფილად შეესრულებინა.
ამ ჟესტით ნიცა თავაძე არა მხოლოდ ქორწილის საპატიო სტუმარი, არამედ პატარძლის ამ უმნიშვნელოვანესი და ემოციური საქორწინო ტრადიციის უშუალო მონაწილე გახდა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ შორის არსებულ თბილ და მეგობრულ კავშირს.