ია ფარულავას მშვენიერი ძმისშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ მამიდას

ია ფარულავა ქართული კინოსა და შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ის საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1981 წელს გაიცნო, როდესაც 12 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ეკრანზე. განსაკუთრებულმა ნიჭმა, გამორჩეულმა გარეგნობამ და ქარიზმამ ის ჰოლივუდამდეც კი მიიყვანა და წლებია, საქართველოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება.

როგორც ჩანს, სილამაზე და შარმი ფარულავების ოჯახური გენეტიკის ნაწილია – იას არანაკლებ მშვენიერი ძმისშვილი ჰყავს, სალომე ფარულავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მამიდასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

დღეს 34 წლის სალომე არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა ამ შედეგის უკან დიდი შრომა, ნებისყოფა და ცხოვრების წესის სრული ტრანსფორმაცია დგას. წლების წინ ის ჭარბ წონას ებრძოდა, რის შესახებაც MARAO.GE- ისთან მიცემულ ინტერვიუშიც ღიად ისაუბრა.

“არასწორი ცხოვრების სტილის გამო მქონდა მომატებული წონა, დღე და ღამე მქონდა არეული. რომ ღამდებოდა, ჭამას მაშინ ვიწყებდი, ახლა კი 6ის მერე არ ვჭამ”, – ამბობდა სალომე ფარულავა ჩვენთან ინტერვიუში.

2021 წელს MARAO-სთან ინტერვიუში სალომე ფარულავამ აღნიშნა, რომ წონის კლება ე.წ. უგულავას დიეტის დახმარებით შეძლო:

“ერთი წელია, რაც უგულავას დიეტაზე ვარ. ბოლოს 110 კილო ვიყავი და არ მომწონდა ჩემი თავი. გარდა ვიზუალურისა, ფსიქოლოგიურადაც მოქმედებდა ჩემზე ეს პრობლემა, ზოგჯერ გარეთ გასვლის სურვილიც კი არ მქონდა.

ერთი წლის განმავლობაში ამ დიეტის წყალობით 46 კილო დავიკელი, თუმცა საბოლოო მიზნამდე 10 კილო მაკლია. მინდა, რომ 55 კილო ვიყო და სანამ არ მივაღწევ, კმაყოფილი არ ვიქნები. დიეტას ისე ვიცავდი, რომ არცერთი დღე არ დამირღვევია”, – ამბობდა სალომე.

დღეს სალომე ფარულავა ბრწყინვალედ გამოიყურება. მან დაამტკიცა, რომ მონდომებითა და დისციპლინით შეუძლებელი არაფერია.