ქრისტინე იმედაძისკენ სიახლეა. “ზმნის” ინფორმაციით, 42 წლის მომღერალი ცოლად გაჰყვა ნიკუშა დავითაიას. ნიკუშა ჟურნალისტ ნინო თოლორდავას გერია. ნიკუშას მამა, გიორგი დავითაია ხის სახლების მშენებელი კომპანია – “რესე დეველოპმენტის” დამფუძნებელია.
რაც შეეხება სიახლეს. “ზმნას” ინფორმაციით, ქრისტინეს და ნიკუშას ურთიერთობა დიდ დროს არ ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ოჯახურ გარემოში გაიცნო.
ამჟამად ახლადდაქორწინებული ქრისტინე და ნიკუშა, თავიანთ ოჯახებთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში იმყოფებიან. მომღერალი დასვენების ამსახველ ფოტოკადრებს გამომწერებს ინსტაგრამით უზიარებს.