მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოებამ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გაიცნო. მან თავისი განსაკუთრებული ტემბრითა და არტისტიზმით მალევე მოიპოვა აღიარება და ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მომღერლად იქცა.
ამჯერად თიკა ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში ატარებს. მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს საფრანგეთის ულამაზესი ქალაქებიდან არაჩვეულებრივ, კადრებს უზიარებს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნიცაში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც თიკა საოცრად გამოიყურება.
“ნიცამ ჩემი გულის პატარა ნაწილი მომპარა. Killias Gleam, მადლობა ფოტოებისთვის” – წერს თიკა.