“მიყვარხარ იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობ სიმართლისთვის იბრძოლო“

როგორც ცნობილია, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს. ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ადვოკატი ბევრმა გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა მარიამის მეუღლემ, მსახიობმა ლევან ხურციამ:

“მიყვარხარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი ხარ, ჩემი ნახევარი ხარ, შვილების დედა ხარ, მაგარი მეგობარი ხარ, არამედ ასევე იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობ სიმართლისთვის იბრძოლო, მიუხედავად იმისა, რომ უმრავ ტალახს გესვრიან ამის გამო…
პ.ს.ყველა მოძალადემ პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, როცა ბავშვზეა საუბარი!!! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს, თუ ცილისწამების მსხვერპლს…პატივისცემა სვან ხალხს და ყველა ღირსეულ ადამიანს!”
Screenshot