გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ეს პოსტი ჩემს ლამაზ და უპატრონო ქალაქს ეხება და სკანდალების გარეშე ჩაიაროს, ფლიზ! დიდი ხანია გული მწყდება, რომ ასეთი ლამაზი, განსაკუთრებული, იდეალურ ადგილას მდებარე და თბილი და დახვეწილი ხალხით დასახლებული ქალაქი ასე უპატრონოდ იყო მიგდებული.
მინიმუმ, ბინის ყიდვა მინდოდა, ახალ აშენებულის, რომ კომფორტულად მეცხოვრა თუნდაც ის სამი დღე ზაფხულის და სამი კვირა ჩემს შვილს, მაგრამ ჰა! აღარაფერს ვამბობ, პლიაჟი რომ პლიაჟს არ ჰგავდა და ჭამის პონტი სულ სამ რესტორანში იყო.
ჰოდა, 1 წელია მგონი რაც არ ვყოფილვარ და სამი დღის წინ ჩავედით, დედასთან და ჩემს კნუტიკოსთან ერთად❤️ და შოკში ვიყავი, იმდენი სიურპრიზი დამხვდა!
მთელი ბავშვობა, ოდნავ წვიმაშიც რომ ტალახში ვეფლობოდი – იმ ქუჩებზე გასისინებული ასფალები, მინიმუმ 8-9 ახალი მშენებლობაა (იციყ ეს რა ბევრია ფოთისთვის?), ცალკე მოლი შენდება, ცალკე სკვერები, ცენტრალური პარკი ულამაზესია, მალთაყვა იბიცას ჰგავს, ახლაც რაღაც მუსიკალური ფესტივალია:))
ნანგრევები რომ იყო წლები, მანდაც რაღაცები შენდება და მოკლედ, ქალაქი ყვავდება😊😍 უფრო მეტიც, თბილისი რომ “უპრაგონოდ” გაძეძგეს უშნო შენობებით და არავინ ინტერესდება დიზაინებით და რას რა უხდება იმით – ფოთში სიმაღლეზეც შეზღუდვაა და ყველაფერი ქალაქის იერ-სახეს უნდა მოუხდეს!
აიი ძაან აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, უამრავი იდეა მაქვს და ახლა ვფიქრობ, რა ფორმით შევიტანო ჩემი წვლილიც ამაში!
ბრავო, ვინც ხართ ამ ყველაფრის სათავეში, ოქროს ხანა უდგას ფოთს და არ დააგდოთ ტემპები!! 👏❤️🔥“