ქართველი მოდელი და ტელესახე, ალექსანდრა პაიჭაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. მისი კარიერა, პირადი ცხოვრება თუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები მუდმივად ხდება განხილვის საგანი. ამჯერად, მოდელი საკუთარ ქვეცნობიერ პროგრამებსა და ბავშვობისდროინდელ წარმოდგენებზე ალაპარაკდა.
“ბავშვობაში მომწონდა მარტოხელა ქალები, რამდენჯერაც ვიკითხე, ეს ლამაზი დეიდა ვინაა მეთქი, მესმოდა, რომ ეს ქმარს გაშორებულიაო. ჰოდა, ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი. ჰოდა, ეგრეც დავამანიფესტირე. ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში (ყველასთან), მაგრამ მარტო ყოფნაზე დიდი სიამოვნება ვერც ერთს მოუტანია.
საკმაოდ ღრმა და შინაარსიანი ადამიანი ვარ და არ გეგონოთ, ეს არის ჩემი ცხოვრების აქცენტი. უბრალოდ, ამასაც ვაკვირდები და ზუსტად ასეა. ვცდილობ, ეს პროგრამა გადავწერო და სრულად საოცარი ადამიანისთვის მოვემზადო, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას ცდილობს“, – წერს ალექსანდრა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოდელი ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა. წყვილს საერთო ქალიშვილი, პატარა ვიქტორია ჰყავს.