ირინა ტორონჯაძის მამა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი თეიმურაზ ტორონჯაძე გარდაიცვალა. ქალთა უფლებების დამცველი და ბლოგერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„წუწუუ – ესე მეძახდა ბავშვობიდან და დღემდე პატარა გოგოდ ვგრძნობდი თავს, როცა დამიძახებდა… ბოლოს, უკვე მძიმედ რომ იყო, ნარდში მომიგო 4-0 და ისე გამხნევდა, მე ცხოვრებაში ალბათ პირველად გამიხარდა ასე ძალიან წაგება… ისევ დავინახე მამა – ძლიერი, მხიარული, გამარჯვებული… პატარაობიდან მესმოდა, რომ მამა მეცნიერია, მათემატიკოსი, პროფესორი და ჩემი ბავშვური სიამაყე დღემდე მომყვება… მიყვარხარ, მამა, სამუდამოდ და ისე ძლიერად, როგორც იმ პატარა გოგოს – „წუწუუს”, შეუძლია უყვარდეს – უპირობოდ და გამოუთქმელად“, – წერს ირინა ტორონჯაძე.