ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ სკანდალური განცხადებებით გაიცნო, „იუთუბ“ გადაცემაში „შენი ამბავი“ საუბრობს იმ განცხადებაზე, რომელსაც მისი ცხოვრების „ლაქას“ უწოდებს.
„ეს არის ჩემი ცხოვრების ლაქა… 8 წლიანი ურთიერთობა დავასრულე, პატარა ვიყავი. დიდხნიანი ურთიერთობა დავამთავრე. მეგრელი იყო ჩემი შეყვარებული, ვითომ ჩემი ჭკუით გავამწარე, ვესროლე ნამიოკი – მეგრელად, რომ იბადები ტეხავს და… საჯაროდ ვთქვი. ერთი ორი წლის შემდეგ უფრო გავიაზრე ეს ყველაფერი…“