ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ქორწილი, რომელზე საუბარიც არ წყდება: ულამაზესი წყვილის ჯადოსნური დღესასწაული

ქართულ სპორტულ ოჯახში კიდევ ერთი ბედნიერი სიახლეა: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი, კობა მჭედლიშვილი დაქორწინდა.

სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მარია მესხიშვილია.

წყვილმა ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი და საზეიმო დღე ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში, საოცრად თბილ, უშუალო და მეგობრულ ატმოსფეროში აღნიშნა.

ქორწილიდან გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოკადრებმა სოციალური ქსელები მალევე დაიპყრო. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის დახვეწილმა იმიჯმა – მარიას ულამაზესი, ელეგანტური თეთრი კაბა ეცვა, რამაც გამომწერებისა და გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი 23 წლამ­დელ­თა შო­რის, მსოფ­ლიო პრი­ზი­ო­რი ახალ­გაზ­რდებს შო­რის, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

კობამ ვარჯიში 5 წლის ასაკიდან დაიწყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტან­ვარ­ჯიშ­სა და ბა­ტუტ­ზე და­დი­ო­და

“8 წლის რომ ვი­ყა­ვი, მშობ­ლებ­მა უკვე ძი­უ­დო­ზე კლუბ “შე­ვარ­დენ­ში” მი­მიყ­ვა­ნეს. ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სპარ­ტაკ გორ­გა­ძე იყო. რა თქმა უნდა, ვარ­ჯი­ში მი­ფას­დე­ბო­და და ერთი მე­და­ლი ყო­ველ­თვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და იმის­თვის, რომ მე­ო­რე მედ­ლის­თვის უფრო მეტი მე­ვარ­ჯი­შა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებ­და.

მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ზე. გვერ­დში მედგნენ რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს გვერ­დით გა­და­დებ­და ხოლ­მე და შეჯიბრების დღეს ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იყო.

პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი ერე­ვან­ში მქონ­და. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე”, – ამბობდა კობა Ambebi.ge-ისთან საუბრისას.