კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ

კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. სასიხარულო ინფორმაცია პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გააზიარა – მან წყვილის ხელების ფოტო გამოაქვეყნა საქორწინო ბეჭდებით.

რონალდუმ პოსტს მხოლოდ წყვილის ინიციალები – C და G დაურთო. სიახლე სოციალურ ქსელებში მყისიერად გავრცელდა. გამოქვეყნებიდან 11 საათში პოსტს უკვე 20 მილიონზე მეტი ლაიქი აქვს.

რონალდუ და როდრიგესი ერთად 2016 წლიდან არიან, თუმცა ნიშნობის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ გასულ წელს გამოაცხადეს. წყვილი 5 შვილს ზრდის.