ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ წერს.
”მე 11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის …
დილა იწყება დედასთან შესვლით … გული მიჩერდება ყველა შესვლის წინ ვიდრე გავიგებ ღამემ როგორ ჩაიარა რეანიმაციაში ….
ძილის რეჟიმში ყავთ ….
რომ შევდივარ პირველი მორიგე ექიმს ვუყურებ თვალებში … ვიდრე მეტყვის უნდა მივხვდე ….
დედას მშვიდი სახე აქვს … ხელებზე ვეფერები და ველაპარაკები …. მჯერა ესმის …
დედას არ შეიძლება შვილის ხმა არ ესმოდეს ….
ვუყვები , რომ ყველა ველოდებით … სულ მის ფანჯარასთან ვართ ახლოს … ყველაზე მეტად უხაროდა , როცა ყველა შვილი ერთად ვიკრიბებოდით და 11 დღეა არ ვშორდებით ამ ფანჯარას ….
საავადმყოფოს ეზოს ყველა მიუსაფარი ძაღლი დაბანეს , დავარცხნეს და დააპურეს ჩემმა ძმამ და რძალმა … უვლიან ეს დღეები და ესაუბრებიან..… ამბობენ ეს სითბოც დედასთან მიდისო …
მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევ ყოველ დღე …
ბერი პაისის ქუდი ჩამობრძნდა და შევახე დედას …. ბერი გაბრიელის ფაჩუჩიც ….
ყველგან ლოცულობენ … სასწაულს ველოდები…
სასწაული დედაა თავად სიკეთის და უპირობო სიყვარულის მაგალითი მთელი ცხოვრება ჩვენთვის 🩷🩷💚
არასოდეს არსად მივუტოვებივარ მარტო და არც ახლა არ დაუშვებს რომ არ იყოს ჩვენთან 💚🩷
ველოდებით 🙏🏻
ლოცვებში მოიხსენიეთ გულნარა ( გულიზარი) და გააძლიერებს💚”