„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე – და ამავე დროს ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.
განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან. მოუთმენლად ველი ამ ახალ ეტაპს!“, – წერს სოციალურ ქსელში ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.