ტელეწამყვანმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა ინტერნეტსივრცეში მისი მისამართით გაჟღერებული შეურაცხყოფის გამო სასამართლოს მიმართა.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. სასამართლომ მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და მას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა:
„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“, – წერს ბეგაშვილი.