“მარიამობის სასწაული“ – უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების დედა სასიხარულო ამბავს ავრცელებს

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების დედა, სოფიო ხარშილაძე სასიხარულო ამბავს გვიზიარებს: 

როგორც სოფიო წერს, დღეს მარიამობის დღესასწაულზე ნიამ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე დადგომა.

„მარიამობის სასწაული, პირველი დამოუკიდებელი დგომა, ყველაფერს თავისი დრო აქვს“, – წერს სოფიო.

ცნობისთვის, შემთხვევა ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა გზაზე გადადიოდნენ.