28 ივლისს ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
ახალშობილი გოგონაა და მას ემი დაარქვეს. ჯანეტი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს: „ულამაზესო, იბედნიერე შენი შვილებით“. „გაიხარეთ და გამრავლდით“. „ძალიან მიყვარს თქვენი ოჯახი“, – წერენ კომენტარებში.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.