დედის გადაწყვეტილება ცნობილია – სად გაიმართება აფხაზი ბლოგერის პანაშვიდი

აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას ორგანიზაცია „ამრა“ ავრცელებს.

„დაურ ბუავას დედის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა, „ამრას“ თანადამფუძნებლის დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 1 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ხოლო გასვენება – 2 სექტემბერს, 16:00 საათზე.

მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N29, სარიტუალო სახლი „ნომორა“.
დაკრძალვა: მუხათგვერდის სასაფლაო. მსურველთა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტობუსები.
ყველამ ერთად გავაცილოთ დაური უკანასკნელ გზაზე“, – ნათქვამია „ამრას“ განცხადებაში.